დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
23.10.2014
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება  2014  წლის 27, 28, 29, 30 ოქტომბერს (ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური, ხულო). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

დაბა ქედისა და ქედის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ქობულეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა შუახევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, დაბა ხულოსა და ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4;

დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.