კონფერენცია „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის“ გაიმართა
13.11.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების „კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველო“-ს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმისათვის“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE) წევრი ორგანიზაცია, „კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო“ ხელს უწყობს განათლება ყველასათვის მიზნების განხორციელებას საქართველოში, რაც გულისხმობს, სხვა მიზნებთან ერთად, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასაც. 

კონფერენციაზე კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა - განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი და ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება  პრობლემის ანალიზი  და კოალიციის რეკომენდაციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე:

  • მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების განვითარების პოლიტიკა
  • სკოლის სამეურვეო საბჭოები

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების სფეროს ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.