კამპანია „ნაბიჯი თანადგომისკენ“
19.11.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება  ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია  „ნაბიჯი თანადგომისკენ “.  კამპანია იწყება 19  ნოემბრიდან ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეს და  სრულდება 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში,  სამინისტრო ორ კონკურსს იწყებს. ეს გახლავთ ვიდეო-რგოლებისა და ესეების კონკურსები სახელწოდებით -  „ნაბიჯი თანადგომისკენ“.

კონკურსის მიზანია მოზარდები დააფიქროს იმ ადამიანებზე, რომელთა უფლებები  შეზღუდული იყო ან დღესაც იზღუდება; ადამიანებზე, რომელთაც უწევთ დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების, ახლობლებისა და საზოგადოების მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების  საბაზო-საშუალო საფეხურის VII-XII კლასების მოსწავლეებს.

მოგიწოდებთ ჩაერთოდ  კონკურსებში, იყოთ აქტიურები და ამით თქვენი წვლილი შეიტანოთ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში.

კონკურსების თაობაზე სრული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მითითებულ ბმულებში:

ესეების კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“

ვიდეორგოლების  კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“