ლატვიის პრეზიდენტი განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
27.11.2014
საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის  სხვა წევრების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ორი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მარტე სეილე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ლატვიისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს გაეცნენ.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, ისაუბრეს   არსებულ ერთობლივ  პროექტებსა და  სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა  გაცვლით პროგრამებზე.