ქართული დელეგაცია კონრად ადენაუერის ფონდს ეწვია
01.12.2014
2014 წლის 24-28 ნოემბერს კონრად ადენაუერის ფონდის მიწვევით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შედგა ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი, რომლის მიზანს  სამოქალაქო განათლების გაძლერების კუთხით გერმანული გამოცდილების და სიახლეების გაზიარება წარმოადგენდა.

აღნიშნული ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადენაუერის ფონდს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

ქართულ დელეგაციას შეადგენდნენ   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები.

შეხვედრები გაიმართა გერმანიის სამოქალაქო განათლების ინსტიტუციურ ორგანიზაციებთან: სამოქალაქო განათლების ფედერალურ და რეგიონულ ბიუროებთან, საუნივერსიტეტო წრეებთან და სამოქალაქო განათლების დამოუკიდებელ ექსპერტებთან.