დონორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტები შეჯამდა
11.12.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს საქართველოს განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრაზე მონაწილეებმა  2014 წლის განმავლობაში დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი პროგრამების განხორციელების თაობაზე.