კოლეჯში „ახალი ტალღა“ ბიზნესფორუმი გაიმართა
18.12.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა" 2014 წლის შემაჯამებელ ბიზნესფორუმს დაესწრო. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო კერძო სექტორის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და კოლეჯის ,,ახალი ტალღა" ერთობლივი მუშაობის შეჯამება და პროფესიული განათლების განვითარებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საქმეში კოლეჯის მომავალი როლის განსაზღვრა. ბიზნესფორუმზე  მნიშვნელოვანი ყურადღება  პრაქტიკული სწავლების პროცესში ბიზნესდამსაქმებელთა ჩართულობაზე გამახვილდა.

შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის დადებით მხარეებზე, წარმატებებზე, განხორციელებულ და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. შეჯამდა კოლეჯის კურსდამთავრებულთა წარმატებები, მოეწყო შეხვედრა სტუდენტებთან, წარმატებულ და დასაქმებულ კურსდამთავრებულებთან. კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ საქართველოს ჩემპიონები ბარმენებსა და თაბაშირ-მუყაოს სპეციალობებში. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა უცხო ენების სწავლების სასწავლო ცენტრი (PEARSON). 

ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა ცნობილი კერძო კომპანიის ხელმძღვანელი, თურქეთის რესპუბლიკის კონსული საქართველოში, ლატვიის, ლიტვიის, აზეირბაიჯანის საელჩოების წარმომადგენლები. ასევე მოწვეულნი იყვნენ აჭარის მთავრობის, ტურიზმისა და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები, პარტნიორი კოლეჯების ხელმძღვანელები ფინეთიდან და ესტონეთიდან.