თამარ სანიკიძე დუშეთის პირველი საჯარო სკოლის 180 წლის იუბილეს დაესწრო
20.12.2014
180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დუშეთის პირველ საჯარო სკოლას სპეციალური სიგელი გადასცა და  დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ცნობილ მეცნიერებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით, სკოლას ისტრიული სახელი დაუბრუნდა და კვლავ ვაჟა-ფშაველას სახელობის გახდა.

საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის დუშეთის პირველი საჯარო სკოლა  ერთ-ერთი უძველესთაგანია. თავდაპირველად ის ორკლასიანი სასწავლებელი იყო, საშუალო სკოლად, მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გადაკეთდა.

აღნიშნულ სკოლაში არაერთი ღირსეული მეცნიერი და მამულიშვილი, მათ შორის აკადემიკოსები: ლევან ჟიჟიაშვილი და ვახტანგ ბადაგაძე, პროფესორები: ოთარ დუდაური, გურამ ჭეიშვილი და სხვები აღიზარდნენ.

სკოლის იუბილესთან დაკავშირებით, სკოლაში ლევან ჟიჟიაშვილის სახელობის მათემატიკის კაბინეტიც გაიხსნა.