WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
21.12.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გადასცა.

ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ კოლეჯებში „იკაროსსა“ და „სპექტრში“ ორი დღის განმავლობაში - 19 და 20 დეკემბერს მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 22 წლამდე ასაკის შემდუღებლები, ვებდიზაინერები, მზარეულები, ფლორისტები, სარესტორნო სერვისისა და საპარიკმახერო საქმის სპეციალისტები. გამარჯვებულები თითოეულ პროფესიაში შესაბამისი ჟიური შეფასებების შედეგად გამოვლინდნენ.

სამზარეულო საქმე:

8 მონაწილე

I ადგილი - გიორგი ჭეიშვილი

II ადგილი - შამილ კალიაევი

III ადგილი - ეკა ასლანიკაშვილი

ექსპერტი როდამ ხიდეშელი

 

საპარიკმახერო საქმე:

6 მონაწილე

I ადგილი - ლია ბულაური

II ადგილი - შორენა ჯოხარიძე

III ადგილი - ნინო ჯიქური

ექსპერტი ნატალი თოლორაია


შედუღება:

4 მონაწილე

I ადგილი - მალხაზ ჩიფჩიური

II ადგილი - თორნიკე აბულაძე

III ადგილი - ლაშა საკანდელაშვილი

ექსპერტი გაბრიელ ვატიტაძე

 

სარესტორნო სერვისი:

7 მონაწილე

I ადგილი - ლეონარდო სტეფანოვი

II ადგილი - ირაკლი ლორია

III ადგილი - სოფიკო ნადირაძე

ექპერტი ნუგზარ ზარნაძე

 

ფლორისტიკა:

6 მონაწილე 

I ადგილი - ანა ვაშაძე

II ადგილი - რიტა ძაძამია

III ადგილი - ნანი ჯიშკარიანი

ექსპერტი - ზურა შევარდნაძე

 

ვებდიზაინი:

6 მონაწილე

I ადგილი - ანდრო ველიჩკო

II ადგილი - ცოტნე ნაზარაშვილი

III ადგილი - გიორგი ხურციძე

ექსპერტი სერგო კარაკოზოვი