მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებზე
მომუშავე სახელმწიფო კომისია
ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. რიგ დოკუმენტებში
(მასწავლებლის შეფასების
წესი; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი; მოქმედი მასწავლებლებისათვის
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების
წესი) კომისიის წევრებმა უკვე
შეიტანეს ცვლილებები.
დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც კომისიის
წევრებმა სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ
გზებსა და საშუალებებზე, სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალზე, კრედიტქულების განაწილების პრინციპებსა და გაანგარიშების
წესზე, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და კრედიტქულების დაგროვების ვადებზე იმსჯელეს.