ღია კარის დღე საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“
10.02.2015
პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის  ღია კარის დღე ჩატარდა. ამ დღეს კოლეჯს კახეთის რეგიონის სკოლებიდან 200-მდე უფროსკლასელი მოსწავლე ეწვია. ღონისძიების მიზანი იყო უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება პროფესიული განათლებით.

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კოლეჯის „აისი“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს. პარალელურად, გაიმართა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება. მოეწყოა კოლეჯის ხელოვნების დარგის პროფესიის სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქციის - თექის და დეკორატიული ქსოვილების გამოფენა-გაყიდვა.

მოსწავლეები ასევე გაეცნენ პროფესიული განათლებაში მიმდინარე სიახლეებისა და რეფორმების მოკლე მიმოხილვას. დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამების, დაფინანსების მოპოვების და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.