თამარ სანიკიძე იუნკერთა ხსენების დღეს გამოეხმაურა
23.02.2015
დღეს, იუნკერთა ხსენების დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პატივს მიაგებს იმ ქართველ იუნკერებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას შესწირეს თავი. იუნკერთა ბრძოლა უმნიშვნელოვანესი გმირული ეპოზოდია, რომლის მდიდარი დოკუმენტური მასალა საქართველოს ისტორიას მრავლად შემორჩა.

„იუნკერთა ღვაწლს ყოველთვის გაიხსენებს ისტორია მთელი თავისი უმძიმესი შედეგებით. მათი თავდადება, თითოეული ქართველისთვის გმირობის მაგალითია. საქართველოს დიდება სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებაზე დგას“ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  იუნკერთა ხსენების დღესთან დაკავშირებით.