ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საყურადღებოდ
02.03.2015
გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმების ახალ პორტალზე ncp.ge განთავსდა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმები საგნების/მიმართულებების მიხედვით (პროექტი). კერძოდ, ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; მათემატიკა; უცხოური ენები (I უცხოური ენა, II უცხოური ენა); საზოგადოებრივი მეცნიერებები; ბუნებისმეტყველება; ესთეტიკური აღზრდა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა); სპორტი (იხ. ბმულზე http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2016-2021).

შეგახსენებთ, რომ რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა იგეგმება 2016-2017 სასწავლო წლიდან.

რეკომენდაციები და შენიშვნები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: esg@mes.gov.ge 2015 წლის 16 მარტამდე.