მასწავლებლის სახლში ახალ სქემაზე იმსჯელეს
07.03.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი განათლების საკითხებზე მომუშავე  ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად იმსჯელეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული ორგანიზაციების ინფორმირებულობა და მათთვის კითხვა-პასუხის რეჟიმში დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების მოსმენა და გათვალისწინება.

შეხვედრის მონაწილეებმა საინტერესო შემოთავაზებები წარმოადგინეს მასწავლებელთა გადამზადების ციკლთან, სასწავლო პროგრამებთან, სახელმძღვანელოებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ასევე გამოთქვეს მზადყოფნა განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში უფრო მეტი ჩართულობის თაობაზე.

ანალოგიური შეხვედრა განათლების საკითხებზე მომუშავე  ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი იყო და იგი მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.