შეხვედრა უცხოელ ექსპერტებთან
17.03.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ევროგაერთიანების პოლიტიკის მიმომხილველ იმ ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომელიც მუშაობს პოლიტიკის შესწავლაზე, მათ შორის კვლევებისა და განათლების დარგში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ სიახლეებს, ახალ პროექტებს. მათ შორის გიორგი შარვაშიძემ უცხოელ ექსპერტებს ინფორმაცია  მიაწოდა  პრემიერ მინისტრის თავჯდომარეობით შექმნილ კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს თაობაზე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე, მეცნიერთა გაზრდილ ხელფასებეზე და სხვ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე საქართველოს „ჰორიზონ 2020“-ის ფარგლებში გაერთიანების თემასაც შეეხო და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო ამ მიმართულებით განახორციელებს - ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ საქართველო ხდება „ჰორიზონ 2020“-ის წევრი და ქართველ მეცნიერებს აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ იმ გრანდიოზულ პროგრამებში, რომელიც კვლევის მიმართულებით ხორციელდება ევროპაში - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.