ქუვეითის უნივერსიტეტის სტიპენდიები არაბული ენის შესასწავლად
20.03.2015

ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა ქართველი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2015-2016 სასწავლი წლისთვის გამოყო არაბული ენის შესასწავლი სტიპენდია.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
  • პასპორტის ასლი;
  • ნოტარიულად დამოწმებული ატესტატი;
  • ცნობა სასწავლებლიდან- ინგლისურ ენაზე;
  • ნიშნების ფურცელი - ( GPI -ინდექსი);
  • CV ინგლისურ და არაბულ ენაზე.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 10 მაისი.