„დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების დოკუმენტის „დასაქმება და პროფესიული განათლება" ფარგლებში შედგა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სექტორული საკოორდინაციო საბჭოს წევრები, დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.
საბჭოს მიზანია საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების" საფინანსო შეთანხმების პირობათა შესაბამისად სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია.
სხდომაზე განხილულ იქნა მიმდინარე წელს დაგეგმილი ტექნიკური დახმარების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და პოლიტიკის მატრიცით განსაზღვრული, განსახორციელებელი აქტივობები.