ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის
22.04.2015

ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებს 2015-2016 სასწავლო წლისთვის სთავაზობს 7 სტიპენდიას არაბული ენის შესასწავლად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა  3 ივნისი.

სტიპენდიაზე წარდგენილი კანდიდატების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ეგვიპტის მხარე.

დანართში მითითებულ დოკუმენტაციასთან ერთად აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ:

  • რეკომენდაცია
  • ნიშნების ფურცელი -( GPA -ინდექსი)
  • CV