საგრანტო დაფინანსების საძიებო სისტემა ProGeorgia შეიქმნა
29.04.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით   საგრანტო დაფინანსების საძიებო სისტემა ProGeorgia შეიქმნა. პროექტის ავტორია განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია UNI.GE.

ProGeorgia (www.progeorgia.ge) არის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრუქტურირებული საძიებო სისტემის შექმნის პირველი მცდელობა. საძიებო სისტემა განკუთვნილია მათთვის, ვისაც დაფინანსების მოძიება სურს: საზღვარგარეთ სწავლისათვის; საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; ორგანიზაციული განვითარებისათვის და ა.შ.

პროგრამის პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ილიაუნის სტუდენტები,  პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.