„ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“
29.04.2015
2015 წლის 7 მაისს 11:00 სთ-ზე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება „ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე".

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ჰორიზონტი2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ მომზადებული პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

  • „პირველი ნაბიჯები ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის მისაღებად“ -
  • „გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში კვლევითი პროექტების მომზადებასთან დაკავშირებით“;
  • კვების უსაფრთხოების, მდგრადი სოფლისმეურნეობის, ზღვისა და საზღვაო კვლევის, და ბიოეკონომიკისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით;

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა დაუსვას შეკითხვები მომხსენებლებს ჰორიზონტი 2020-თან დაკავშირებულ საკითხებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა (მეცნიერ-მკვლევარებმა და ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულმა პირებმა) რეგისტრაციისათვის უნდა გააგზავნონ დადასტურების წერილი (სახელი, გვარი, ორგანიზაცია) ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე ananiashvili@rustaveli.org.ge ;

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ „ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 მაისი, 2015 წ.

ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე დარეგისტრირებულ პირებს.

ღონისძიება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: მ. ალექსიძის # 1; ნულოვან სართულზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.