საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესში“ ცვლილებების
განხორციელების
მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეორე
სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდა. შეხვედრას,
გარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებისა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიის შექმნის მიზანია ოკუპირებულ ტერიოტრიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის მოქნილობის უზრუნველყოფა და აღიარების
პროცედურების სრულყოფა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ
აბიტურიენტებს განათლების აღიარებასთან დაკავშირებით მაქსიმალური მხარდაჭერა
ქონდეთ და პროცედურული საკითხების მოკლე დროში მოგვარება შეეძლოთ.