23 მაისს სახალხო ზეიმი ,,აფხაზეთობა’’აღინიშნება
23.05.2015
ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაული ,,აფხაზეთობა’’ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო-მასალების, აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების,  ბავშვთა ნახატებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა დაათვალიერეს. ასევე,  აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტის დაესწრნენ, სადაც შესრულდა ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის’’ დღედ დაწესდა.