პოლიციელის დღე ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
31.05.2015

დღეს, ქ. ქუთაისში, განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მთავრობის წევრებთან ერთად პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან: ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.

ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. სტუმრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.