განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აკადემიური სამიტი გაიმართა, რომელიც განათლების ინტერნაციონალიზაციასა და მობილობის პროცესის ხელშეწყობას მიეძღვნა. სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა გიული ალასანიამ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორებმა და წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდენენ იმაზე, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა და საგანმანათლებლო დაწესებულებები მიმზიდველი უნდა იყოს სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამისათვის საგანამანათლებლო პროგრამების სტრუქტურა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე უნდა იძლეოდეს მობილობის შესაძლებლობას.
საერთაშორისო გაცვლითი და ერთობლივი პროგარამების განხორციელება საწყის ეტაპზეა საქართველოს განათლების სისტემაში, მათი განვითარება სწავლების ყველა დონეს უნდა მოიცავდეს სასკოლო გაცვლითი პროგრამებიდან აკადემიურ განათლების ჩათვლით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხავდასხვა ქვეყნების საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების მეშვეობით ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას.