სამინისტროში მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების თარიღზე მსჯელობენ
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამ წუთებში, მინისტრის თამარ სანიკიძისა
და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის მონაწილეობით,
შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე
უნდა გადაწყდეს თუ, როდის იქნება შესაძლებელი მე-11
კლასელების დამამთავრებელი
გამოცდების ჩატარება თბილისისა და იმ მიმდებარე სოფლების სკოლებში, რომლებიც სტიქიისაგან დაზარალდა.
გამოცდების
ჩატარების თარიღს მინისტრი დღეს საგანგებო
ბრიფინგზე დაასახელებს.