საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა გრძელდება
01.07.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.

გასაუბრება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფლობენ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს და რომელთაც განაცხადის ფორმა შეავსეს ვებგვერდზე www.directos.mes.gov.ge დანართის სახით იხილეთ გასაუბრების განრიგი.

გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4 (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).

დარჩენილ კონკურსანტებთან გასაუბრების  განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.