განათლების მინისტრი აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე
08.08.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას დაესწრო. გამოფენაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა, ქართველი და უცხოელი ფოტორეპორტიორების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვ.

აგვისტოს ომის თემაზე საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს ფოტორეპორტიორებმა: გიორგი აბდალაძემ, ზურაბ ქურციკიძემ, ივანე შლამოვმა, ნოდარ ცხვირაშვილმა, ტომას დვორჟაკმა და გლებ გორანიჩმა. გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამდენიმე დღეს გასტანს. ხვალიდან მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება.