პროგრამის მიზანია - საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში) და მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემებმა (ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, ტყიანი ადგილები სოფლებს შორის, სადაც გარეული ცხოველების საშიშროებაა, მდინარეებზე გადასასვლელები და ა.შ.) წარმოშვა მათი საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე ტრანსპორტით გადაადგილების საჭიროება.
2013 წლიდან „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამის“ საწყისს ეტაპზე ტრანსპორტი ემსახურებოდა 335 საჯარო სკოლის 15174 მოსწავლეს. ქვეპროგრამის საჭიროებიდან და აქტუალობიდან გამომდინარე მუდმივად იზრდება ბენეფიციართა რაოდენობა. 2015-2016 სასწავლო წლის პირველ სემესტრში „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში ტრანსპორტი მოემსახურა 1123 საჯარო სკოლის 64210 ბენეფიციარს.