წყნეთის ბავშვთა სახლში ბიბლიოთეკა გაიხსნა
11.01.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის ბავშვთა სახლის განახლებული ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო. ბიბლიოთეკა ”ბი-ემ-კეი”-ჯგუფმა გაარემონტა და სახელმძღვანელოებით აღჭურვა.  პროექტი ”სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის”  მხარდაჭერით განხორციელდა. ”ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა წიგთან მეგობრობა ბავშვობიდანვე ისწავლოს და  ორმაგად მნიშვნელოვანია როდესაც ეს ხდება ბავშვთა სახლში” - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.