საზოგადოებრივი მეცნიერებების განახლებული სტანდარტის პრეზენტაცია
17.08.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა პრეზენტაცია გამართა, რომლის მიზანი იყო საზოგადოებრივი მეცნიერებების ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის განახლებული სტანდარტის განხილვა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება 2016-2017 სასწავლო წლიდან გაძლიერდება და დაწყებით საფეხურზე  (III და IV კლასებში) დაიწყება დამოუკიდებელი საგნის სწავლება სახელწოდებით „მე და საზოგადოება“. ახალ საგანში ძირითადი აქცენტები კეთდება მოსწავლის გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი, სკოლა, თემი), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე,  გარემოს დაცვაზე და სხვ.

III-IV კლასის საგნობრივ სტანდარტებში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლის სამოქალაქო აღზრდის კომპონენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი სრულყოფილი განვითრებისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.