თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის (TODAIE) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ქართველი საჯარო მოხელეებისათვის
24.08.2015

თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი (TODAIE) ქართველი საჯარო მოხელეებისათვის გამოყოფს სტიპენდიებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე (2015 წლის სექტემბერი – 2016 წლის მაისი). აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, მიმწვევი მხარე ფარავს სწავლების, მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებს. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას (850 თურქული ლირა- სამაგისტრო პროგრამა, 1200 თურქული ლირა - სადოქტორო პროგრამა).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში მითითებულ ვებ–გვერდზე.

განაცხადების ელექტრონულად შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 აგვისტო.