სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ქართველი საჯარო მოხელეებისათვის
24.08.2015

თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი (TODAIE) ქართველი საჯარო მოხელეებისათვის გამოყოფს სტიპენდიებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე (2015 წლის სექტემბერი – 2016 წლის მაისი). აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, მიმწვევი მხარე ფარავს სწავლების, მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებს. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას (850 თურქული ლირა- სამაგისტრო პროგრამა, 1200 თურქული ლირა - სადოქტორო პროგრამა).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში მითითებულ ვებ–გვერდზე.

განაცხადების ელექტრონულად შევსების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 აგვისტო.