საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრ დიმიტრი შაშკინსა და ქ. თბილისის ვიცე - მერ მამუკა ახვლედიანს შორის, დედაქალაქის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობის თაობაზე სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრის დასასრულს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი შაშკინმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას განათლების რეფორმის განხორციელებაში აქტიური მხარდაჭერისა და ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული აქტივობებისათვის.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში გამოყოფილი 5 მილიონი ლარი ღია სპორტული მოედნებისა და სპორტული დარბაზების კეთილმოწყობას მოხმარდება. სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება და უახლოეს მომავალში დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლას კეთლმოწყობილი სპორტული დარბაზი ან ღია სპორტული მოედანი ექნება.