საზეიმო მიღება 51- ე საჯარო სკოლაში
25.09.2015
თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში  წარმატებულ კურსდამთავრებულთა საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, უნივერსიტეტების რექტორები, წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები  დაესწრნენ.

წელს 51-ე საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, ოთხი მათგანი ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერისტეტის სტუდენტია, 61 კურსდამთავრებული  გრანტის მფლობელი გახდა. მათ შორის 14-მა 100%-იანი; 16-მა 70%-იანი  და 31-მა 50%-იანი გარანტი მოიპოვა. წელს სკოლას წინა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი გრანტირებული კურსდამთავრებული  ჰყავს.

თამარ სანიკიძემ წარმატებულ სტუდენტებს პირველი დიდი გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

51-ე სკოლის მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა, მონაწილეობენ სასწავლო ოლიმპიადებსა და სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო კონკურსებში. ჩართულნი არიან  სხვადასახვა შიდასასკოლო  და საერთაშორისო პროექტში.