ორი ქვეყნის მინისტრებმა ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს
08.10.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს უმასპინძლა და მხარეებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ოფიციალურ შეხვედრაზე მინისტრებმა ერობლივი პროექტები მიმოიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც დადებითი შედეგების მომტანი იქნება.

საქართველოში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი და მასთან მყოფი სხვა ოფიციალური პირები, გაეცნენ როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში მიმდინარე სიახლეებს, რაც პოზიტიურად შეაფასეს.  სტუმრებმა უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის კუთხით, მათ მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ქართული უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზმი.

სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ასევე მეცნიერების მიმართულებით საქართველოში გადადგმული ნაბიჯები, რომ ევროპული სამეცნიერო ფონდ „ჰორაიზენ 20/20“-ის ფარგლებში ქართველ და აზერბაიჯანელ მეცნიერებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრი გაეცნო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამებსაც, რომელიც საქართველოს სამ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება და სტუდენტებს საშუალება აქვთ ორმაგი - ქართული და ამერიკული დიპლომები მიიღონ.