„ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების/პროექტების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო
13.10.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების/განაცხადების მიღების მეორე ეტაპი.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:

ა) სკოლების მიერ ინიცირებული პროექტების ხელშეწყობა;

ბ) მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

გ) საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

დ) საგანმანათლებლო და პროფესიული ორიენტაციის ექსკურსიების მხარდაჭერა;

ე) ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ვ) მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;

ზ)არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციაზე ორიენტირებული აქტივობების მხარდაჭერა;

თ) ევროინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობების ხელშეწყობა.

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2015 წლის 13 ოქტომბრიდან 2015 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.

პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.

აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა