წარჩინებულთა დაჯილდოება გრძელდება
21.10.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აგრძელებს  წაჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებას. დღეს, მინისტრმა ქუთაისის საჯარო სკოლების 134 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ  ქუთაისში მდებარე აფხაზეთის  მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

2015 წელს, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან   საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

აღსანიშნავია, რომ წარჩინებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკა ასეთია:

საქართველოს მასშტაბით დაჯილდოვდნენ:

2012-2013 წლებში -1468 მოსწავლე

2013-2014 წლებში - 1629 მოსწავლე

2014-2015 წლებში – 1970 მოსწავლე

იმერეთის რეგიონში:

2012-2013 წლებში - 317

2013-2014 წლებში - 316

2014-2015 წლებში – 426

ქუთაისის მასშტაბით:

2012-2013 წლებში-75

2013-2014 წლებში - 99

2014-2015 წლებში– 134