თსუ-ს სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება
03.11.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან, მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე  ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე ამჯერად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობასა და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრობლემების მოწესრიგების მიზნით, შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა  და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.

სტუდენტებთან შეხვედრები და იმ საკითხებზე მსჯელობა, რაც აუცილებელ განხილვას ითხოვს, მომავალშიც გაგრძელდება.