გამოწვევები 2010 –2011 წლებში
12.01.2010
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010 –2011 წლებში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის №3 საჯარო სკოლაში აჭარის რეგიონის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და იმ სიახლეებზე ესაუბრა რაც  2010-2011  წლებში განათლების სისტემაში  განხორციელდება.



1.    მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა სკოლებში
  • სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის გაზრდა;
  • 2011 წელს გამოცდებში 10 ძირითად სავალდებულო საგანში მინიმალური კომპეტენციის ჩაბარება ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში სასკოლო ატესტატის მისაღებად. მათ შორის კომპიუტერში, მათემატიკასა და ფიზიკაში;
  • სკოლაში დასწრება როგორც შეფასების ერთ–ერთი სავალდებულო კომპონენტი;
  • სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის შექმნა და განვითარება;
  • სასკოლო ოლიმპიადების ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება;
2.    მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება
  • პედაგოგთა ნებაყოფლობითი სერთიფიცირების დაწყება 2010 წლის ივლისში;
  • მხოლოდ სერთიფიცირებული მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება;
  • პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან;
  • მენტორ მასწავლებელთა (მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან სტაჟიორებს) ინსტიტუტის გაძლიერება;

3.    ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
  • ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სკოლების რეაბილიტაციაში (აჭარის წარმატებული მაგალითი);
  • 20 მილიონის გადაცემა ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში სკოლების რეაბილიტაციისთვის;
  • სასკოლო სასადილოების მოწყობა აუთსორსინგის მექანიზმით
  • ბიბლიოთეკების და ლაბორატორიების მოწყობა;

4.    ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა
  • ფიზკულტურის გაკვეთილების შეცვლა სპორტის გაკვეთილებით;
  • კომპიუტერის გაკვეთილების დანერგვა სკოლებში(დღეს კომპიუტერის კლასები მუზეუმების ფუნქციას ასრულებენ);
  • კულტუროლოგიის დისციპლინის შემოღება;
  • სამხედრო–პატრიოტული სწავლების დანერგვა;

5.    სასკოლო გამოცემების ერთიანი სტანდარტების შექმნა
  • სახელმძღვანელოების გრიფირების წესის გამკაცრება;
  • სასკოლო გამოცემების სტანდარტების შექმნა;
  • სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულების დაკლება და ხშირი შეცვლის აკრძალვა;

6.    უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვა და განვითარება
  • სასკოლო მანდატურების  ინსტიტუტის შექმნა;
  • სკოლების სამ საფეხურად დაყოფის პროცესის დაწყება დიდ ქალაქებში;
  • მოსწავლის საკრედიტო ბარათების შემოღება და ფულის აკრძალვა სკოლებში;