შეხვედრა CERN-ის ქართველ მეცნიერებთან
13.12.2015

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN) იქ მოღვაწე შემდეგ ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ:

 

• ირაკლი მინაშვილი - ფიზიკოსი, ატლასის კალორიმეტრის (ცერნი) ტექნიკური ჯგუფის ლიდერი, JINR (დუბნა), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• სოფიო პატარაია - ATLAS-ის ექსპერიმენტის მკვლევარი CERN-ში, The University of Wuppertal (გერმანია);
• ალექსი მესტვირიშვილი - იოვას უნივერსიტეტის-(აშშ) უფროსი მეცნიერი, CERN-ის CMS ექსპერიმენტის ავტორი;
• ალექსი ღონღაძე - ATLAS-ის ექსპერიმენტის ფიზიკოსი (CERN), ჯგუფის ლიდერი JINR-ში (დუბნა), თბილისის ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი;
• ირმა ღონღაძე - ATLAS- ის ექსპერიმენტის (CERN) ინჟინერ-ფიზიკოსი, ინჟინერ-ფიზიკოსი NA62, JINR (დუბნა);
• ალექსანდრე ბითაძე - ATLAS-ის და LHCb-ის ექსპერიმენტების (CERN ) ინჟინერ-ფიზიკოსი, მანჩესტერის უნივერსიტეტი (დიდიბრიტანეთი);
• გია ყორიაული - ATLAS-ის და NA62-ის ექსპერიმენტების (CERN) ფიზიკოსი. Mainz-ის უნივერსიტეტი (გერმანია).

 

მეცნიერებმა მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს იმაზე თუ, როგორ მოხვდნენ ცერნში და რას საქმიანობენ ამჟამად. საქართველოდან ჩასულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პასუხი მიეღოთ ყველა მათთვის საინტერესო კითხვზე.

„ცერნის“ დათვალიერებისა და მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ „ცერნში“ გატარებული დღეები იყო მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, აქ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ უნიკალურ ექსპერიმენტებზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწეულ წარმატებებზე, უდიდეს პერსპექტივებსა და საინტერესო პროექტებზე. ისინი თვლიან, რომ ეს გამოცდილება მათ პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის მიზანი სწორედ მოსწავლეების დაინტერესება, მათი სტიმულირება და წახალისებაა. ეს არის პროექტი, რომელიც წარმატებული ქვეყნებისა და ადამიანების მაგალითზე, მოსწავლეების ინფორმირებულობას ზრდის და ეხმარება მათ კარიერის შემდგომ დაგეგმვაში.