საქართველოს აგროსექტორში არსებული ვითარებაზე იმსჯელეს
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურის შემაჯამებელ შეხვედრაზე,
რომლის მუშაობაშიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი თამარ სანიკიძე მონაწილეობდა.
შეხვედრაზე
ფერმერებმა მთავრობის წევრებისაგან ყველა მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვაზე მიიღეს პასუხი,
მათ შორის, თამარ სანიკიძემ უპასუხა შეკითხვებს,
რომელიც ამ დარგის სპეციალისტთა მომზადებას
უკავშირდებოდა.