ღია კარის დღე პროფესიულ კოლეჯში „აისი“
16.12.2015
კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში „აისი“ ღია კარის დღე ჩატარდა. ამ დღეს კოლეჯს  პროფესიული განათლებით დაინტერესებული ბევრი სტუმარი ჰყავდა როგორც კახეთის რეგიონიდან ისე, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. კოლეჯის ტერიტორიაზე გამოფენილი იყო სტუდენტების მიერ პრაქტიკული სწავლების პერიოდში წარმოებული პროდუქცია, სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს.

ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო სტუდენტები, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან შეუდგნენ კოლეჯ „აისში“ სწავლას, სრულფასოვნად გაცნობოდნენ როგორც თავიანთი ასევე,  სხვა პროფესიების  სწავლების მეთოდებს და გაეგოთ რა გზას გადის სტუდენტი პროფესიის შეძენამდე.

ღონისძიების ფარგლებში კოლეჯის  პედაგოგებს, რომელთაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელის ძირითადი კურსი გაიარეს სახელწოდებით - პროექტებზე  დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების ინტეგრირება, სერტიფიკატები გადაეცათ.