საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას აგრძელებს.
თამარ სანიკიძე ამჯერად, ლაგოდეხში, საზოგადოებრივი კოლეჯის “აისი“ ფილიალის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროცესს
გაეცნო.
რამდენიმე
კვირაა, რაც ლაგოდეხში პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ლაგოდეხის ფილიალი
სტუდენტებს უკვე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს, განახლებულ სასწავლო გარემოში
300-მდე სტუდენტი 30-მდე პროფესიას დაეუფლება. ეს პროფესიებია: ფერმერი, მეღვინე, მეფუტკრე,
მევენახე, მეტყევე და ა.შ. ეს ის პროფესიებია, რაც რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან
გამომდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ლაგოდეხის
ფილიალში მსურველები მეზობელი რაიონებიდანაც შეძლებენ სწავლას, მათ შორის საინგილოდან
და პანკისის ხეობიდან.
პროფესიული განათლების ხელშეწყობა და განვითარება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიოერიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო
მნიშვენლოვან პროექტებს ახორციელებს რაც გულისხმობს როგორც სასწავლო პროგრამების დახვეწას,
ახალი მოდულებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდების
დანერგვას ასევე, ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, კერძოდ,
2015 წელს დასრულდა:
- პროფესიული
კოლეჯის „ლაკადა“ (წალენჯიხა) სასწავლო კორპუსის
სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ (გურჯაანი, კაჭრეთი) საერთო საცხოვრებლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
- კოლეჯის „აისი“ ალვანის ფილიალის სასწავლო კორპუსის
სრული რეაბილიტაცია;
- კოლეჯის „აისი“
დედოფლისწყაროს ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „იბერია“ (ქუთაისი) ბაღდათის ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.
ყველა ამ პროექტზე 1 946 522 ლარი გაიხარჯა.
მიმდინარე პროექტებია:
- პროფესიული
სასწავლებლის „თეთნულდი“ (მესტია) სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის
უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განყოფილების საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია, ამავე განყოფილების სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ (კაჭრეთი) უნივერსალური
დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია, მეფუტკრის სახელოსნოს მშენებლობა;
- კოლეჯის „აისი“ კოლეჯის ლაგოდეხის ფილიალის სასწავლო
კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ (თბილისი) უნივერსალური
დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“(თბილისი) უნივერსალური
დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „იბერია“ (ქუთაისი) უნივერსალური
დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ (ახალციხე) უნივერსალური დიზაინის ფარგლებში სასწავლო კორპუსის
სრული რეაბილიტაცია;
- პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ (რუსთავი) სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია;
- საზოგადოებრივი
კოლეჯის „ახალი ტალღა“ (ქობულეთი) სასწავლო
კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (თბილისი)
სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- პროფესიული კოლეჯის „ფაზისი“ (ფოთი) ნოჯიხევის ფილიალის
სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.
ყველა ამ პროექტზე
10 942 584 ლარი დაიხარჯება.
2016 წელს იგეგმება:
- ილია
წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის (წინამძღვრიანთკარი) მეფუტკრის
სახელოსნოს და სასადილოს მშენებლობა;
- ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის
თიანეთის ფილიალის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
- ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის
სტეფანწმინდის ფილიალის სასწავლო კორპუსის
სრული რეაბილიტაცია;
- პროფესიული კოლეჯში „ლაკადა“ - სახელოსნოების მშენებლობა;
- პროფესიული კოლეჯში „ოპიზარი“ - სახელოსნოების მშენებლობა;
- პროფესიული კოლეჯში „თეთნულდი“ - საერთო საცხოვრებლის
მშენებლობა 50 მოსწავლეზე;
- საზოგადოებრივი კოლეჯში „აისი“ (კაჭრეთი) - სახელოსნოების
მშენებლობა;
- ხელოვნების კოლეჯის - პროექტირება-მშენებლობის დაწყება;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „ბლექსი“ (ბათუმი) - პროექტირება-მშენებლობის
დაწყება;
- საზოგადოებრივი კოლეჯში „იბერია“ (ბაღდათის ფილიალი)
- სახელოსნოების მშენებლობა;
- შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის უნივერსიტეტის სენაკის
პროფესიული განყოფილება - სახელოსნოების მშენებლობა;
- საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ დედოფლისწყაროს ფილიალის
ეზოს კეთილმოწყობა.