შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა
29.12.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბიუჯეტი 2016 წლიდან 144%-ით იზარდება და 13 მილიონის ნაცვლად, 33 მილიონი ლარი გახდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს  დღეს კონფერენციაზე სახელწოდებით "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 2015 წელს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების  ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობით განხორციელებული კვლევების შედეგები; კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას წარმოჩენილი პრობლემების, საკონკურსო კომისიების მუშაობისა და შეფასების კრიტერიუმები; საერთაშორისო გრანტები და საქართველოს მეცნიერთა ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში.