სკოლების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება
06.01.2016
საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. 500-მდე საჯარო სკოლაში უკვე დასრულდა სხვადასხვა ტიპის, ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები, 100-მდე სკოლში კი, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, თბილისის 65-ე საჯარო სკოლას ეწვია და პირადად დაათვალიერა უკვე დასრულებული სარემონტო სამუშაოები. წლების მანძილზე ამ სკოლის ინფრასტრუქტურა სრულიად მოშლილი იყო და ამის გამო, მოსწავლეთა რაოდენობა 800-დან 300-მდე შემცირდა. დღეს სკოლა თითქმის სრულადაა რეაბილიტირებული, გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, გამოიცვლა გარე ვიტრაჟები, საევაკუაციო კარები, განახლდა სველი წერტილები, გაკეთდა თანამედროვე გათბობის სისტემა.