მრჩეველთა საბჭოს აკადემიკოსი ლევან ალექსიძე უხელმძღვანელებს
17.03.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. მინისტრის თქმით,  განათლების სისტემაში  მიმდინარე რეფორმების სწორად გატარებისთვის მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების, ექსპერტების, პროფესიონალების  ჩართულობა და ყველა რესურსის გამოყენება, რაც არსებობს ქვეყანაში. სწორედ ამის გამო, ორი თვის წინ შეიქმნა საზოგადოებრივი დარბაზი და ახლა იქმნება მრჩეველთა საბჭო.

მრჩეველთა საბჭოს აკადემიკოსი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი  ბატონი ლევან ალექსიძე უხელმძღვანელებს.  როგორც ალექსიძემ  განაცხადა, რეფორმების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ასეთი საბჭოს ჩამოყალიბება  და ახლაგაზრდებისა და ღვაწლმოსილი პროფესიონალების, ორი ენერგიის  და ცოდნის შერწყმა. საბჭოს დახმარებით რეფორმები გაგრძელდება გარკვეული კორექციით და  უფრო დიდი სიმძლავრით რადგან დრო არ ითმენს,- აღნიშნა ლევან ალექსიძემ.

საბჭო დაკომპლექტდება 10 დღეში, მასში სულ 12-13 კაცი იქნება და  თვეში ერთხელ შეიკრიბება.