სტაჟირება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხელშეწყობა. სამინისტროს სტაჟირების პროცესის წარმატებულად ორგანიზების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, რასაც სტაჟირების შედეგებიც ადასტურებს (იხ. სტატისტიკური მონაცემები).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტაჟიორად პირი მიიღება სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (stajireba.gov.ge) განთავსებულ ვაკანსიაზე განაცხადის რეგისტრაციის მეშვეობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: - www.mes.gov.ge.

 

დაიწყე კარიერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში!