საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ქალაქ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ეკა ბესელიასთან და ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის
#12 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ფოთის #12 საჯარო სკოლას არსებობის 137 წლიანი ისტორია აქვს. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. 137 წლის მანძილზე სკოლას პირველად უტარდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ისტორიულ
შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გარკვეულ წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული თუმცა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
ძალისხმევით, ფოთის მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო
სამუშაოები, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტო ახორციელებს, სკოლის სრულ განახლებას და თანამედროვე სტანდარტებით
მოწყობას გულისხმობს: შენობას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, გაკეთდა გადახურვა,
სარინელი, გამოიცვლება იატაკი, კარ-ფანჯარა, ელექტროობა, გაკეთდება გათბობის თანამედროვე
სისტემა, სველი წერტილები, სკოლას ექნება თანამედროვე
სპორტული და სააქტო დარბაზები.