2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო
22.01.2016

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - https://students.eqe.ge/

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო 22 იანვრის 12:00 საათიდან და 4 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგი დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ საკონკურსო ქულაზე.

დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: http://eqe.ge/geo/news/show/53/860