პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა, მიზანად ისახავს გააუმჯობესოს სასწავლო გარემო და სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება, ასევე, მიაღწიოს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ხარჯების შემცირების მიზნით.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 22 მილიონ ევროს შეადგენს. საიდანაც: 14 მილიონ ევროს შეღავათიანი სესხის სახით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი გამოყოფს, აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (E5P) გრანტის სახით გამოიყო 6 მილიონი ევრო. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ქართული მხარის თანამონაწილეობა არაფულადი ფორმით (2 მილიონი ევრო). მალე საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოახდენს პროექტის საბოლოო შეფასებას, რის შემდეგაც დაიწყება სკოლების რეაბილიტაციის პროცესი.